ფარული მოსმენები

ჯაფარიძე: ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პირველი, რაც უნდა დაინგრეს, არის სუს-ი

2 ოქტომბრის არჩევნებს ატარებენ ესენი [სუს], არავინ მოიტყუოს თავი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არის რაღაც ორგანო, რომელიც არჩევნებს ატარებს, ისინი უბრალოდ იქნებიან გამფორმებლები შედეგების, მაგრამ არჩევნებს ამ ქვეყანაში ატარებს სუს-ი. ყველგან ესენი არიან, ესენი არიან ყველგან შემძვრალი, ადამიანის ცხოვრებაში, იციან ყველაფერი თქვენს შესახებ, რას ჭამთ, რას სვამთ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, ყველა თქვენი სუსტი წერტილი იციან და ამ სუსტი წერტილის გამოყენებით ცდილობენ, რომ ძალაუფლება შეუნარჩუნონ ივანიშვილს და იმ რეჟიმს, რომელიც ახლა არის საქართველოში.

მათ შორის კანდიდატების უდიდესი ნაწილი სუს-ის ხალხია. ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. 2 ოქტომბერს ამათი დამარცხების ერთადერთი გზა არის რწმენა. უნდა დაიჯეროთ ყველამ, რომ ეს ქვეყანა არ არის განწირული, რომ იყოს წუმპე. ჩვენ შეგვიძლია, ამ ქვეყნისგან გავაკეთოთ უკეთესი ქვეყანა. მთავარი იარაღი, რაც არის თქვენს ხელშია, ეს არის თქვენი ხმა. 2 ოქტომბერს არ დაიზაროთ, როგორც არ უნდა შეგაშინონ, მოატყუეთ, რომ გეშინიათ, რაც არ უნდა შემოგთავაზონ, გამოართვით ნებისმიერ რამ, როგორც არ უნდა დაგემუქრონ, აჩვენეთ, რომ ვითომ შეშინებული ხართ, მაგრამ 2 ოქტომბერს მიდით და შემოხაზეთ ნებისმიერი პარტია, გარდა 41 ნომრისა, რომ დამთავრდეს და არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ გავალთ ხელახალ არჩევნებზე, ეს ხელისუფლება შეიცვლება ყველა შემთხვევაში მომავალ წელს და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პირველი, რაც უნდა დაინგრეს, არის სუს-ი, უნდა დაინგრეს, ისევე, როგორც შესაცვლელია სასამართლო სისტემა და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამბობს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ოპოზიციის წევრების მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები