ფარული მოსმენები

გავრცელებული მასალებით, სუს-ი ელჩებს უსმენს

მედიის ინფორმაციით, 13 სექტემბერს გავრცელებული მასალებით, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ იფორმაციას ასახავს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ელჩებს უსმენს. 

მასალების მიხედვით, სუს-ი უსმენს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და ისრაელის ელჩის, რან გიდორის საუბარს. 

ფორმულას ინფორმაციით, უწყება კარლ ჰარცელს არა მხოლოდ სასულიერო პირებთან, არამედ საკუთარ თანაშემწესთან საუბრის დროსაც უსმენდა. 

"მიღებული ინფორმაციით, ა.წ. 8 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ესაუბრა თანაშემწეს, პაულა კავრალის, რომელსაც განუცხადა, რომ ხვალ, 9 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახ. უნივერსიტეტში მღვდელმთავრებთან ჩანიშნული შეხვედრა გაგრძელდება დაახლოებით საათ-ნახევარი". - ფორმულას ცნობით, წერია მასალებში.  

ასევე, ფორმულას ინფორმაციით, მასალებში აშშ-ის ელჩის პირად საუბრებთან დაკავშირებით წერია: 

"8 თებერვალს, 10:07 სთ-ზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თანაშემწე, ნინო ნანობაშვილი დაუკავშირდა სასულიერო აკადემიის ლექტორს და პროტოპრესვიტერს, გიორგი ზვიადაძეს, რომელსაც დაუდასტურა, რომ კელი დეგნანის მოადგილე, ელიზაბეტ რუდი, სვანეთის სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს შეხვდება 6 თებერვალს.

ამერიკელების კონტაქტები და ვიზიტები საპატრიარქოში აიყვანეთ კონტროლზე. ზვიადაძე აკონტროლეთ". 

მედიის ცნობით, დოკუმენტში საქართველოში ისრაელის ელჩზე, რან გიდორზე წერია: 

"საქართველოში ისრაელის ელჩმა, რან გიდორმა, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს აცნობა, რომ ქუთაისი მიტროპოლიტმმა, იოანე გამრეკელმა საღვთო ლიტურგიისას ებრაელი ერი დამამცირებელ, ანტისემიტურ კონტექსტში რამდენჯერმე მოიხსენია და ქრიასტიანთა მდევნელი, ურწმუნო მოდგმა უწოდა. ელჩის თქმით, იგი მომხდარს უყურადღებოდ ვერ დატოვებს და გეგმავს ოფიციალური განცხადების გავრცელებას". 


13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

14 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ "გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება შეურაცხყოფს სამსახურის ღირსებას". იმავე დღეს პროკურატურამ "ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით" გამოძიება დაიწყო და მედიას თანამშრომლობისკენ მოუწოდა

კომენტარები