არჩევნები 2021

დეკანოიძე კობახიძეზე: სიბინძურის გადაფარვას ცდილობენ, ყველაფერზე არიან წამსვლელები

Khatia Dekanoidze / Facebook

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ოპოზიციიის ნაწილის ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომლიც ამტკიცებს , რომ ენმ-ის ლიდერებმა სირცხვილიას წარმომადგენელს კილერის აყვანის "იდეის დატესტვა" სთხოვეს. 

დეკანოიძე ამბობს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო აგონიაშია. მისი თქმით, კობახიძის სიტყვებს არ აქვს საფუძველი და საშიშიცაა. 

"ის რომ ყველა ადამიანი გაკონტროლებულია სუს-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის ხელით, ამ სიბინძურის გადაფარვას ცდილობენ ასეთი, არ ვიცი, ყალბსაც ვერ ვუწოდებ, პოლიტიკურ აგონიაში ჩავარდნილი ადამიანის სიტყვებით, რომელსაც, რა თქმა უნდა, არავითარი საფუძევლიც კი არ აქვს მხოლოდ, საშიშიც არის ქვეყნის მართვა ასეთი ადამიანების მიერ. ამიტომ, შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ოცნების ხელისფლება არის წამსვლელი ყველაფერზე. ძალიან საშიშია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. თვითონ აირივნენ შიგნით, სუს-ი ცალკეა, ივანიშვილი ცალკეა, არაფერს კოორდინაცია არ აქვს და ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ არჩევნების კუთხით და ამიტომ ეს აფექტი აქვთ პოლიტიკური და ველბარულად ასე გამოხატავენ".- ამბობს დეკანოიძე მთავარ არხთან. 

ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ინფორმაცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აქვთ, რადგან "მოშლილია გუნდი და მარტივად ჟონავს ინფორმაცია მათი ოფისებიდან". მისივე სიტყვებით, ინფორმაციას რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან კავშირი არ აქვს. 

კობახიძის ბრალდებებს სირცხვილია გამოეხმაურა და FACEBOOK-ზე დაწერა, რომ "დატესტვა წარუმატებელი აღმოჩნდა".

 

კომენტარები