ფარული მოსმენები

მეუფე სტეფანე მასალებზე: თუ ეს სუს-ის ინფორმაციაა, გამოდის, რომ ყველა უნიათოა

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს ეხმაურება, რომელიც,ს ავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენით მიღებულ ინფორმაციას ასახავს.  

"ინტიმური ურთიერთობა აკავშირებს თავის თანამშრომელთან [...] ცენტრის თანამშრომელთან. ეს ცენტრი საერთოდ ბუნებაში არ არსებობს და არც არსებობს ბუნებაში მისი თანამშრომელი. საერთოდ, ეს სუს-ის ინფორმაცია თუ არის, გამოდის, რომ აბსოლუტურად უნიათოა სულ ყველა. ასეთ ორგანიზაციაში მე არასოდეს არ ვყოფილვარ, არავისთან ასეთ ადამიანთან მე არ მქონია კავშირი. 

ადამიანებთან, ვინც ჩემზე თავდასხმა მოაწყვეს, არის გარკვეული ურთიერთობები და ამათ ჰქონდათ რაღაც ჩანაწერები, რომლებიც იყო გადაცემული, ალბათ, პეტრეს გარემოცვიდან". - ამბობს მეუფე სტეფანე.  

სუს-ის მასალების გავრცელების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიის მღვდლები მიტროპოლიტ სტეფანეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

"მეუფე კი არა არაკაცი ხარ შენ, ძალადობაზეც გადმოდიხარ, ხომ? ჭყონდიდის კათედრა ვერ აიტანს უღირსს, უღმერთო, მრუშ, მოძალადე სასულიერო პირს, მით უმეტეს მიტროპილიტს. რა გინდათ, საიდან მოდიხართ, რა რჯულის ხართ? ქრისტეს გწამთ საერთოდ? კრიმინალური საუბარიც შეგიძლიათ, ამის თქმას ცდილობთ? ქრისტიანებო, გთხოვთ, გამოფხიზლდით! ერო, გამოიღვიძე!!! დროა!!!". - ისმის გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში.

13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

ფაილები მოიცავს ასობით სასულიერო და საერო პირის ფარული მიყურადებით მოპოვებულ ბრიფებსა და ყოველდღიური საუბრების ჩანაწერებს. მასალებში ასახულია მღვდელმსახურებისა და მათთან დაკავშირებული პირების ინტიმური, მათ შორის, ჰომოსექსუალური ურთიერთობები, მათ მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, კორუფციაში ჩართულობა, რუსეთთან კავშირები და სხვა.

კომენტარები