Marvel

მარველი გილოცავთ შობას – HAWKEYE-ს ტრეილერი გამოვიდა

სტუდია Marvel-მა ახალი სერიალის Hawkeye-ს პირველი ტრეილერი გამოუშვა. შოუს მთავარი გმირი შურისმაძიებლების ერთ-ერთი წევრი ჰოკაია.

მომავალი სერიალის სიუჟეტი წინასაშობაო ნიუ-იორკში ვითარდება. კლინტ ბარტონი შურისმაძიებელი აღარ არის და ოჯახთან ერთად მშვიდად ცხოვრობს. თუმცა ქალაქში გამოჩენილი ახალი სუპერგმირი, რონინი მის ყურადღებას იქცევს და მშვილდით შეიარაღებული ჰოკაი ღამის ქუჩებს უბრუნდება.

Hawkeye მარველის სხვა სერიალებთან ერთად მეოთხე კინემატოგრაფიულ ფაზას აგრძელებს. სერიალი მიმდინარე წლის 24 ნოემბერს გამოვა.

კომენტარები