კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 946 შემთხვევა, დღიური დადებითობა 5.5%-ია

Covid 19-ით კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა დაახლოებით 17 192 ტესტი და დადასტურდა  946 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  4 351 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.5%, ბოლო 14 დღის - 7.81%, ბოლო 7 დღის - 7.36%.

ინფიცირების 946 ახალი შემთხვევიდან თბილისში 326 გამოვლინდა, აჭარაში - 120, იმერეთში – 133, ქვემო ქართლში – 38, შიდა ქართლში – 36, გურიაში – 33, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 99, კახეთში –  95, მცხეთა-მთიანეთში – 32, სამცხე-ჯავახეთში – 20, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 16.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 27 595, საიდანაც 6 186 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 611 პაციენტი იმყოფება კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 19 798 - საკუთარ სახლში.

ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 1 419 ადამიანი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 581 815 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 8 233 და გამოჯანმრთელდა 545 916 პირი.


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ დღეიდან, 13 სექტემბრიდან აღდგა. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები