ევროპული საქართველო

კანდელაკი ოცნებაზე: ამ ხალხის დნმ-შია კომუნისტური ნომენკლატურა და პრივილეგიები

ამ ხალხის დნმ-შია კომუნისტური ნომენკლატურა და პრივილეგიები, რომლებიც მხოლოდ მათთვის და მათნაირებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და თუ სხვებისთვისაც ხელმისაწვდომია - ეს უტყდებათ. კარგად მახსოვს, 2005 წელს, ეროვნული გამოცდების შემოღება მთელ ამ ნომეკლატურულ "ელიტას" გულწრფელად ეწყინა, ეწყინა იმიტომ რომ უმაღლესი ქულა წალენჯიხელმა აბიტურიენტმა აიღო. გარდა იმისა რომ ეროვნულმა გამოცდებმა ამ ამორალურ და კორუმპირებულ ხალხს მისაღებ გამოცდებზე მექრთამეობის დამპალი სისტემა დაუნგრია, აი ეს ათწლეულობაში კომუნისტური სისტემის მსახურების გამო ძვალსა და რბილში გამჯდარი "ელიტის" გაგებაც შეურაცხყო. გაგებას, რომელიც თავიდან ბოლომდე ეფუძნებოდა ტყუილს, ორპირობას და მონობას.

თუ ბავშვობა სოფელში ბებიაჩემთან ერთად მიწაზე თუ ვენახში შრომაში თუ პაპაჩემთან ერთად ავტოსადგომის დარაჯად მუშაობაში მაქვს გატარებული, თუ ზღვა პირველად 19 წლის ასაკში ვნახე სტამბოლში(როცა გამიმართლა და სოროსის ფონდის სტიპენდია მოვიგე ამერიკაში მესამე კურსის გასატარებლად) თუ ბავშვობაში არათუ ბორჯომში - არც ერთ კურორტზე ნამყოფიც არასდროს არ ვარ მიუხედავად იმისა რომ ორივე მშობელი მშრომელი მყავდა, მე და და ჩემნაირები ამ მართლა კომუნისტებისთვის მიუღებელნი ვართ.

ამ კაცის სიბრიყვე და ვითომ ბავშვობის რომანტიზმზე აპელირება კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რომ დღეს მთავარი ბრძოლა საბჭოთა და ანტისაბჭოთა საქართველოს შორისაა გაჩაღებული. საბჭოთა საქართველო იმდენად ფესგვადგმული და ძლიერია რომ სულ ტყუილად გვგონია რომ ის აღარ არსებობს მეტიც, თუ ჭკუით არ ვიქნებით, ის ისევ გაიმარჯვებს.

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი, FACEBOOK-ზე ეხმაურება ინფრასტრუქტური მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებას, რომელმაც ქართული ოცნების ბორჯომის მერობის კანდიდატის წარდგენისას თქვა, რომ "მე არ მეგულება საქართველოში ბავშვი, რომელსაც ბავშვობა ბორჯომში ან ბორჯომის მუნიციპალიტეტში არ ჰქონდეს გატარებული".

კომენტარები