ჩოგბურთი

US OPEN-ის გამარჯვებული 18 წლის ემა რადუკანუ გახდა

US Open

US Open-ის ქალთა ტურნირის გამარჯვებული ბრიტანელი ემა რადუკანუ გახდა. ფინალში მან კანადელი მოწინააღმდეგე, 19 წლის ლეილა ენი ფერნანდესი დაამარცხა. 1999 წლის შემდეგ პირველად US Open-ის ფინალში ორმა თინეიჯერმა ქალმა ითამაშა. 22 წლის წინ სერენა უილიამსმა მარტინა ჰინგისი დაამარცხა. 

ემა რადუკანუ ისტორიაში პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირზე საკვალიფიკაციო რაუნდიდან მოხვდა და ფინალში გაიმარჯვა. ამ შეხვედრამდე ბრიტანელი სპორტსმენი რეიტინგში 150-ე ადგილს იკავებდა. ფინალისკენ მიმავალ გზაზე ბრიტანელმა საუკეთესო ოცეულის მოთამაშეები ბელინდა ბენჩიჩი და მარია საკარი დაამარცხა.

პირველი სეტი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მეათე გეიმში ბრიტანელმა მეტოქე დააბრეიქა და 6:4 გაიმარჯვა. მეორე სეტში ფერნანდესმა უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მალევე დაკარგა, რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა და სეტი ანგარიშით 6:3 წააგო.

US Open მიმდინარე წლის უკანასკნელი დიდი სლემის ტურნირია. 12 სექტემბერს ბოლო თამაში, კაცების ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ცოცხალი ლეგენდა ნოვაკ ჯოკოვიჩი და სლემების სამგზის ფინალისტი, რუსი ჩოგბურთელი დანილ მედვედევი.

კომენტარები