არჩევნები 2021

გირჩი – მეტი თავისუფლებამ PornHub-ზე საარჩევნო რეკლამა განათავსა

გირჩი – მეტი თავისუფლებამ პორნო-საიტზე PornHub საარჩევნო რეკლამა განათავსა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები