ვაქცინაცია საქართველოში

გაბუნია: დაავადებების მქონე მოზარდების აცრა, შეიძლება WHO-ს რეკომენდაციამდე დავიწყოთ

მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით გუშინ იმსჯელა ვაქცინაციის უწყებათაშორისმა საბჭომ. ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი ამ კვირასა და მომდევნო კვირაში კიდევ დამატებით მოიპოვებს იმ მტკიცებულებებს, რაც არსებობს მოზარდებში ვაქცინაციაზე, რაც არის ძირითადად ორი მიმართულებით - ერთი არის ქვეყნები, რომლებიც ცრიან ყველა მოზარდს 12-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, 16 წლიდან მოგეხსენებათ ჩვენც ვიწყებთ აცრებს და მეორე არის ბრიტანული რეკომენდაციები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებს იმ მოზარდების აცრას, რომლებსაც აქვთ რაიმე თანმხლები დაავადება და ითვლება, რომ ამ მოზარდში არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვაქცინაცია.

ჩვენ ვისჯელებთ ამაზე მომდევნო კვირაში, შესაძლებელია ეტაპობრივ მიდგომაზე ვისაუბროთ, უკვე შეიქმნა პრეცედენტები იმისი, რომ გარკვეული პრობლემების მატარებელი მოზარდები ჩვენს ქვეყანაშიც აიცრა. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, WHO-ს რეკომენდაციები ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, თუმცა გამომდინარე პრობლემის აქტუალობიდან და იქიდან, თუ რაოდენ დიდი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს კორონავირუსული ინფექცია, იმ მოზარდებში, ვისაც აქვთ რაიმე თანხმლები დაავადება, შეიძლება ამ ჯგუფთან მიმართებით შეიძლება უფრო ადრე იქნას გადაწყვეტილება მიღებული.

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიას, საქართველოში მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებაზე ლაპარაკისას.

დღეს, 9 სექტემბერს, კოვიდით ინფიცირების 2 455 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 58 ადამიანი.

კომენტარები