კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 455 ახალი შემთხვევა

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 36 151 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 455 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 427 ადამიანი. 

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 6.79%-ია, ბოლო 7 დღის - 7.69%, ბოლო 14 დღის კი 8.48%.  

2 455 ახალი შემთხვევიდან თბილისში 890 დადასტურდა, აჭარაში - 249, იმერეთში - 342, ქვემო ქართლში - 170, შიდა ქართლში - 142, გურიაში - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 219, კახეთში - 211, მცხეთა-მთიანეთში - 67, სამცხე-ჯავახეთში - 50, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 23. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალურად 572 948 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 531 764 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 035 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 33 123 აქტიური შემთხვევაა. 

1 500 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 650 მკურნალობს, აჭარაში - 167, იმერეთში - 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 365 პაციენტია,  მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 32, იმერეთში - 30.


14 აგვისტოდან საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები