ტურისტის მკვლელობა

ავსტრალიელი ტურისტის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

30 ივლისს, თბილისში მოკლული ავსტრალიელი მოქალაქის, შანაე ბრუკის საქმეზე, თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების, მათ შორის მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერების, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, დაკავებული იქნა 1988 წელს დაბადებული რ.მ.". - ამბობენ უწყებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა, მის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა.  ის წერდა, რომ შანაე ბრუკიმ მას Whatsapp-ში დაურეკა და დახმარება ითხოვა. ყვიროდა და ამბობდა, რომ თავს დაესხნენ. 

ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს

კომენტარები