საქსტატი

2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 11%-ით შემცირდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოში $366.4 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, ხოლო წინა წლის ამავე პერიოდში  -  $411.3 მილიონი, რაც ნიშნავს იმას, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში FDI 11%-ით შემცირდა.

უშუალოდ 2021 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 234.2 მლნ შეადგინა და წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 2.6%-ით შემცირდა.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები II კვარტალში შემდეგნაირად განაწილდა:

პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 77.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.9 პროცენტს შეადგენს,

მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები - 31.5 მლნ. აშშ დოლარით (13.5 პროცენტი)

მესამეზე ჩეხეთი - 30.8 მლნ. აშშ დოლარით (13.2 პროცენტი)

 

კომენტარები