არჩევნები 2021

დეკანოიძე: ზეწოლა გრძელდება, ნინოწმინდის კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ

მთავარი არხი/screenshot

"ნინოწმინდის კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ". - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე Facebook-ზე წერს. 

"წარმოუდგენელი ზეწოლა გრძელდება ახალქალაქში და ნინოწმინდაში ჩვენს მომხრეებზე.

სუსის ზეწოლა, ადამიანების დაშანტაჟება. პარქტიკულად სიას გვიხსნიან, რომ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მივიღოთ ადგილზე. ნინოწმინდის კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ". - წერს დეკანოიძე. 

რას ამბობენ ოპოზიციის წევრები ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო მუქარებსა და შანტაჟზე, ვრცლად წაიკითხეთ - აქ

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები