კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: არავაქცინირებული ადამიანი გახდება დარტყმის პირველი და ძალიან ძლიერი სამიზნე

სწრაფი ვაქცინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ პირობებში არავაქცინირებული ადამიანი გახდება დარტყმის პირველი და ძალიან ძლიერი სამიზნე. მნიშვნელოვანია, ძალიან მცირე დარჩეს საზოგადოებაში არავაქცინირებული ჯგუფი, ეს იქნება დაცვის საშუალება.

ასევე, ჯანდაცვის სექტორის განვითარების კუთხით მზაობა მიმდინარეობს. იცით, რომ რამდენიმე მედიკამენტზე მუშაობა გლობალურად ხდება. ახალი წამლები ჩნდება და ჩვენც რა თქმა უნდა, მივყვებით ამ სიახლეებს. ამ პრობლემის კიდევ ერთი გადაწყვეტა იქნება, რომ ახალი მედიკამენტების მარაგი ჩვენს საზოგადოებასაც ჰქონდეს. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან თქვა. 

კომენტარები