თვითმმართველობის არჩევნები 2021

ხაზარაძე ნარკოტესტზე: კალაძეს ვურჩევდი, ქართულ ოცნებაში ჩაატაროს, ბევრ ნარკომანს აღმოაჩენს

მე კალაძეს ვურჩევდი, რომ ეს ინიციატივა ქართულ ოცნებაში ჩაეტარებინა, თავის თანაგუნდელებში და ძალიან ბევრ ნარკომანს აღმოაჩენს შიგნით. მე ჯანსაღი ცხოვრების მომხრე ვარ, ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ კარგი მაგალითი, მაგრამ მაგალითი მხოლოდ კალაძით არ უნდა დაიწყოს.

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივაზე, რომელიც მერობის კანდიდატების ნარკოტესტის ჩაბარებას გულისხმობს. კალაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ნარკოტესტი 6 სექტემბერს ჩააბარა

კომენტარები