ევროპარლამენტარები საქართველოზე

გრეგოროვა: ჩვენ გვაშინებს ის, რას ნიშნავს დახმარებაზე უარის თქმა და საით მიდის საქართველო

ერთი მხრივ, ძალიან კარგად მესმის, რატომ ხდება ეს. ეს დახმარება კორონავირუსის პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენასთანაა კავშირში, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ არ ვიყავით ერთადერთები, ვისგანაც საქართველოს მთავრობამ სესხი აიღო. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უცხო ქვეყნიდან სესხებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ზე მეტზე შეზღუდვაა, ამ ზღვარს მიაღწიეს და გასაგებია, რომ რამე უნდა ექნათ, თუმცა, ცოტა არ იყოს, შემაშფოთებელია, რომ კონკრეტულად ევროკავშირის სესხთან დაკავშირებით მოიქცნენ ასე, რადგან ის უკავშირდებოდა რეფორმებს, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის გაუმჯობესებას. ევროკავშირს ახლა, რა თქმა უნდა, აშფოთებს ის, თუ როგორ გაგრძელდება ეს რეფორმები. სესხზე უარის ფონზე, რომლის საფუძველშიც რეფორმების პირობა იყო ჩადებული, ჩვენ გვაშინებს ის, თუ რას ნიშნავს ეს და საით მიდის საქართველო.

საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა ევროპარლამენტარმა მწვანეების პარტიიდან, მარკეტა გრეგოროვამ ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში შეაფასა. 

კომენტარები