ევროპარლამენტარები საქართველოზე

ფონ კრამონი: შეთანხმების შეწყვეტის ფონზე ზალკალიანის ინტერვიუ განსაკუთრებით სასაცილოდ ჩანს

საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენების ფონზე ეს ინტერვიუ [დავით ზალკალიანის] განსაკუთრებულად სასაცილოდ ჩანს. ევროკავშირთან 19 აპრილის შეთანხმება ქართულმა ოცნებამ ღიად ანულირებულად გამოაცხადა. 

კიევში ვარ, საქართველოში მოვდივარ. 


წერს ევროპარლამენტარი მწვანეების პარტიიდან, ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე. ევროპარლამენტარმა გააზიარა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინტერვიუ სათაურით, "საქართველოს საგარეო მინისტრი: ჩვენ გვჭირდება პოსტ 2020 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგის პერსპექტივა". საგანგებო ბრიფინგზე ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები