საქართველოსთვის

გახარია: დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს საკმარისი რესურსი მართოს ქვეყანა ღირსეულად

რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად იქნება! როგორც არ უნდა იძახონ ზოგიერთებმა მანტრასავით - "არ იქნება, არ იქნება"- ეს არის საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტი რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არ იქნება. საქართველოს მოქალაქეები ძალიან კარგად ხედავენ, რამდენად უსუსურია დღევანდელი ხელისუფლება და რამდენად არა აქვს საკმარისი რესურსი მართოს ქვეყანა ღირსეულად და რამდენად არ ყოფნის რესურსი იმისთვის, რომ უპასუხოს გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას - ეკონომიკური იქნება ეს, პანდემიერი იქნება, თუ კიდევ სხვა ბევრი გამოწვევა. ამიტომ როდესაც შენ არ შეგწევს ძალა, ნორმალურად მართო ქვეყანა, ლოგიკურია, რომ რიგგარეშე არჩევნები დადგება დღის წესრიგში.

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ სამეგრელოში ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ხობის მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატები და ზუგდიდის პარტიული სია წარადგინა.

კომენტარები