საქართველოსთვის

გიორგი გახარია კახა კალაძეს და ნიკა მელიას დებატებში იწვევს

გიორგი გახარია

პარტია საქართველოსთვის ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია, კახა კალაძეს და ნიკა მელიას დებატებში იწვევს. ამის შესახებ გახარიამ FACEBOOK-ზე წერს. 

"დღეს ძალაუფლების შენარჩუნების ჟინით შეპყრობილი ორგანიზაცია ქართული ოცნება სულ უფრო ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას და ასე გვაბრუნებს წარსულში. ამათი მარტო დატოვება ქვეყნის მომავლისთვის სახიფათოა! ვიწვევ კახა კალაძეს და ნიკანორ მელიას ნებისმიერი ფორმატის დებატში!"- წერს გახარია. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარები