კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსით კიდევ 83 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 83 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 38 625 ტესტი და დადასტურდა 2 684 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  2 695 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.46% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.60%.

ინფიცირების 2 684 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 080 გამოვლინდა, აჭარაში - 212, იმერეთში – 262, ქვემო ქართლში – 224, შიდა ქართლში – 198, გურიაში – 78, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 238, კახეთში – 232, მცხეთა-მთიანეთში – 90, სამცხე-ჯავახეთში – 43, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 27.

 ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 688, საიდანაც 7 061 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 575 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 400 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 562 627 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 7 732 და გამოჯანმრთელდა 509 181 პირი.


14 აგვისტოდან საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, "ალბათ, საჭირო გახდება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება".


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები