ბრედ პიტი

ბრედ პიტმა DE'LONGHI-ს ახალ რეკლამაში ითამაშა

ბრედ პიტმა იტალიური კომპანიის, De'Longhi-ს სარეკლამო რგოლში მთავარი როლი შეასრულა.

ოსკაროსანი მსახიობი ვიდეოში კომპანიის ახალ ყავის აპარატს არეკლამებს. რგოლის რეჟისორია დემიენ შაზელი, რომელთან ერთადაც პიტმა ბილმ ბაბილონზე მუშაობა ახლახანს დაამთავრა. მუსიკალური ნაწარმოები კლიპისთვის შაზელის დიდი ხნის კოლაბორატორმა, კომპოზიტორმა ჯასტინ გურვიცმა დაწერა.

De'Longhi საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი იტალიური ბრენდია, რომელსაც ერთ წელიწადში 120 წელი შეუსრულდება.

კომენტარები