ბრედ პიტი

ბრედ პიტმა კოსმეტიკური ბრენდი LE DOMAINE დააფუძნა

Befunky

ბრედ პიტმა კანის მოვლის საშუალებების ბრენდი Le Domaine დააფუძნა. მსახიობის თქმით, კოსმეტიკური ბრენდის იდეა ბევრი წლის წინ გვინეტ პელტროუსთან ურთიერთობის დროს მოუვიდა. 

"მომწონს გვინეტი რასაც აკეთებდა (გვინეტ პელტროუმ კოსმეტიკური ბრენდი Goop დააფუძნა). ის დღემდე ჩემი კარგი მეგობარია და მან, შეიძლება ითქვას, იმპერია შექმნა. ახლა როგორც მახსენდება, გვინეტი პირველი იყო, ვინც სახის დღეში ორჯერ დაბანას მიმაჩვია". – ამბობს მსახიობი Vogue-თან ინტერვიუში.

ამ დროისთვის გაყიდვაში Le Domaine-ის ორი პროდუქტი გამოვიდა – სახის კრემი და შრატი. პიტი არ აპირებს, რომ საკუთარი ბრენდის სახე იყოს.

Le Domaine-ის პროდუქცია ჯანმრთელობისა და ღვინის ფრანგი სპეციალისტის, პიერ-ლუი ტეისედრის კვლევებს ეყრდნობა. ბორდოს უნივერსიტეტის პროფესორი 15 წლის განმავლობაში ადამიანის კანზე სხვადასხვა ჯიშის ყურძნის წვენის ზემოქმედებას სწავლობდა. ტეისედრის თქმით, Le Domaine-ის წარმოებისთვის გრენაშის, შირაზისა და მურვედრის ჯიშის ყურძენს იყენებენ. კოსმეტიკის შექმნაში ასევე იღებდა მონაწილეობას ნიკოლა ლევი, პროფესორი, რომელმაც მრავალი წელი კანის იშვიათი დაავადებების კვლევას დაუთმო.

კომენტარები