ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი ბრედ პიტი ძალებს მეღვინეობაში მოსინჯავს.
გამოცემა People-თან საუბარში პიტმა ვარდისფერი შამპანურის Fleur de Miraval-ს გამოშვება დააანონსა.
სასმელის დამზადებას ხუთი წელი დასჭირდა. შექმნაში ფრანგული ღვინის მწარმოებელი ორი ოჯახი მონაწილეობდა. მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს შამპანურის 20 000 ბოთლი გამოვა. თითოეულის ფასი $390-ს შეადგენს.