კორონავირუსი და შეზღუდვები

ღარიბაშვილი შეზღუდვებზე: 1 საათში შემიძლია გადავკეტო ქვეყანა, დაკეტვაზე მარტივი არაფერია

ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერი არ არის, ერთ საათში შემიძლია გადავკეტო მთელი ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ჩვენ არჩევანი მოვუტანეთ მოსახლეობას, ჩამოვიტანეთ 3 000 000-ზე მეტი ვაქცინა...

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრისას. 14 აგვისტოდან საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, "ალბათ, საჭირო გახდება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება".

კომენტარები