მათი ეს პოლიტიკა არ არის მხოლოდ ემოციაზე დაფუძნებული, ეს არის კარგად გააზრებული, მზაკვრული შეთქმულება საქართველოს და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, პირველი ამოცანაა, არც ერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში, მოახდინონ დისკრედიტაცია ყველა ავტორიტეტის, ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტის, ჯარის, პოლიციის, სასამართლოსი, ამიტომაც ებრძვიან ეკლესიას, ამიტომ ებრძვიან პატრიარქს, ამიტომ იგონებენ ათას პროვოკაციას, ამიტომ დგანან ელგებეტე მარშის კამპანიის უკან და მათი ორგანიზებით ხდებოდა ის მძიმე პროვოკაცია, რომელიც თავიდან ავიცილეთ ჩვენ. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო, რაც მოხდა, ჩვენ დავგმეთ ყველამ, არ შეიძლებოდა ჟურნალისტებზე თავდასხმა და ეს კატასტროფული შეცდომა იყო
არჩევნები 2021
პრემიერი: ოპოზიციის მზაკვრული შეთქმულებაა – ებრძვიან პატრიარქს, დგანან LGBT მარშის უკან
tbl.ge/5oc3
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტყიბულში, მერობის კანდიდატის წარდგენისას კვლავ ოპოზიციაზე საუბრობს.
ამავე თემაზე
- 2021 წლის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ 18 მლნ დახარჯა, ენმ-მ 3 მლნ, ლელომ – 2.5 მლნ
- არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება კვლავ პრობლემურია – TI-ის ანგარიში
- NDI არჩევნებზე: საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა
- "საკრებულოებში ვმოქმედებთ ძალაუფლების ბალანსისთვის" – სად ასახელებს გახარია კანდიდატებს
- სააკაშვილი: გავზარდოთ მასობრიობა და კედლად დავუდგეთ მოძალადეებს, აუცილებლად ჩამოვანგრევთ