კრიშტიანო რონალდო

ედინსონ კავანიმ კრიშტიანო რონალდოს 7 ნომერი დაუთმო

Sports News

კრიშტიანო რონალდო მანჩესტერ იუნაიტედში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. სუპერვარსკვლავს ნომერი თანაგუნდელმა, ურუგვაელმა ედინსონ კავანიმ დაუთმო.

"მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ედის ამ ბრწყინვალე ჟესტისთვის". – ამბობს პორტუგალიელი ფეხბურთელი.

კრიშტიანო რონალდო 7 ნომერთან ასოცირდება. 2003-2009 წლებში მანჩესტერ იუნაიტედში ის სწორედ ამ ნომრით თამაშობდა. შვიდიანი გუნდის ისეთ საპატიო წევრებს ეცვათ, როგორებიც ერიკ კანტონა, ჯორჯ ბესტი და დევიდ ბეკჰემი არიან.

კავანი გუნდში თამაშს 21 ნომრით გააგრძელებს, სწორედ ამ ნომრით თამაშბს ურუგვაელი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში.

რონალდო 2021 წლის 27 აგვისტოს დაბრუნდა მანჩესტერში. იუვენტუსმა ფეხბურთელი 15 მილიონ ევროდა გაყიდა. 

კომენტარები