კრიშტიანო რონალდო

კრიშტიანო რონალდოს 2 წლიანი პირობითი სასჯელი და 19 მილიონი ევროს გადახდა შეეფარდა

AFP

მადრიდის სასამართლომ პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდო დამნაშავედ ცნო.

ფეხბურთელს 2 წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა და 19 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.  

მადრიდის პროკურატურამ რონალდოს წინააღმდეგ საქმე 2017 წელს აღძრა. მას გადასახადების დამალვაში ედება ბრალი. 

პროკურატურის მტკიცებით, ფეხბურთელმა 2011-2014 წლებში სახელმწიფო ხაზინაში თანხა არ გადაიხადა. მოგების დასამალად კი სააქციო საზოგადოება გამოიყენა, რომელიც 2010 წელს დააარსა.

ფეხბურთელი სასამართლოში მის მეგობარ გოგოსთან ერთად მივიდა. მათ გამოჩენას სასამართლოსთან ხმაური მოჰყვა. 

შეგახსენებთ, რომ ლას ვეგასის პოლიციამ პორტუგალიელი ფეხბურთელის წინააღმდეგ საქმის გამოძიება განაახლა. საქმე ეხება 2009 წლის 13 ივნისის ინციდენტს, რომელიც ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში მოხდა. 34 წლის ამერიკელი კეტრინ მაიორგა ამბობს, რომ რონალდომ ის გააუპატიურა. ფეხბურთელი ბრალდებებს უარყოფს. 

კომენტარები