პოლიტიკური კრიზისი

დეკანოიძე: რიშის განცხადება ადასტურებს, რომ ხელისუფლება სახიფათო გზაზე დგას

დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას აღარ განიხილავს მოკავშირედ, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება აცდენილია საქართველოს მოქალაქეების ნებას. ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ჩვენ ძალიან მალე შესაძლებელია საერთოდ გამოგვეცალოს ხელიდან ნებისმიერი ჩვენი მონაპოვარი, რომელიც გვქონდა წინა წლებში ჩვენს თაობას, ჩვენს წინა თაობას, ვინც შესწირა თავი. ამიტომ რიშის განცხადებაც ადასტურებს იმას, რომ ძალიან სახიფათო გზაზე დადგა ხელისუფლება და ეს ჩვენ უნდა შევაჩეროთ რეფერენდუმით 2 ოქტომბერს. 

ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამერიკელი სენატორის, ჯეიმს რიშის ნათქვამს, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა საქართველოს მომავალზე კითხვებს აჩენს. 

კომენტარები