პოლიტიკური კრიზისი

კალაძე რიშის განცხადებაზე: ვისთვის დახმარებაა, ვისთვის სესხია, ჩემთვის სესხია

დახმარება არა, სესხი. არ ვიცი ახლა, ვისთვის დახმარებაა, ვისთვის სესხია. ჩემთვის სესხია. რა მნიშვნელობა აქვს, გინდა ამერიკის... ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერს აქვს თავისი სახელი - სესხს სესხი ჰქვია, დახმარებას დახმარება. სესხი შინაარსობრივად ნიშნავს სხვა რამეს, დახმარება სხვა რამეს. თუ სესხის მიღების აუცილებლობა გვექნება, აუცილებლად მივმართავთ ევროკავშირს ამაზე. 

ასე პასუხობს თბილისის მერი და მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ამერიკელი სენატორის, ჯეიმს რიშის შეფასებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა საქართველოს მომავალზე კითხვებს აჩენს. 

კომენტარები