შარლ მიშელის შეთანხმება

პრეზიდენტი ენმ-ზე: თავხედურად აწერენ ხელს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდნენ

ჩემი როლია ამ ვითარებაში ნათელზე ნათელია ამ ვითარებაში - მე ვდგავარ და ვიდგები საქართველოს ევროპული არჩევანბის მხარეს. ყველაფერს ვიღონებ,რ ომ არავინ, არც ხელისუფლებამ დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც 6 თვე ძირს უთხრიდან, შეძლოს ამ გზის არევა და ამით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება.

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ენმ-ზე. გუშინ, 1-ელ სექტემბერს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. დოკუმენტს ხელს არ აწერს ევროპული საქართველო და დროა. ქართულმა ოცნებამ კი შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა და შეთანხმება დატოვა.

კომენტარები