შარლ მიშელის დოკუმენტი

ვაშაძე ენმ-ზე: დოკუმენტზე ხელმოწერა არის აღიარება, რომ სწორი იყო ჩვენი გადაწყვეტილება

ეს [ხელმოწერა] არის აღიარება, რომ სწორი იყო ჩვენი გადაწყვეტილება, როდესაც დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ. მეორე, ეს არის შეცდომის გამოსწორების მცდელობა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, იმ შეცდომის, რომელმაც რაღაც საბაბი მისცა ქართულ ოცნებას შეთანხმების დატოვების. აი ეს ორპოლუსიანობა უნდა შევცვალოთ ჩვენ ამ არჩევნებით - ქართული ოცნება, რომელმაც ხელი მოაწერა და გავარდა ამ დოკუმენტიდან, წავიდა და მიატოვა ეს დოკუმენტი და ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ახლა შეუერთდა ამ დოკუმენტს.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის მიღებულ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის შეთანხმებას.

კომენტარები