შარლ მიშელის დოკუმენტი

მეზვრიშვილი: ენმ-მა ოცნებას შეთანხმების დარღვევის მიზეზი მისცა, ხელმოწერა დაგვიანებულია

სამწუხაროდ დაგვიანებულია. კარგია რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გააცნობიერა ის რომ ისევე როგორც სხვა დროს არაერთხელ, მან ამ შემთხვევაშიც მიზეზი მისცა ქართულ ოცნებას იმისა, რომ შეთანხმება დაერღვია, რომელსაც ქართული ოცნება ალბათ მაინც დაარღვევდა, მაგრამ მაინც ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ორი პარტია ერთმანეთს ასულდგმულებს თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე და სამწუხაროდ არც ერთს და არც მეორეს, რეალურად არ ადარდებს ქვეყანა და არ ადარდებს ამ ქვეყნის მოქალაქეები.  

პარტია საქართველოსთვის წევრი, ნათია მეზვრიშვილი TV პირველთან ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის მიღებულ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის შეთანხმებას.

კომენტარები