ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ განმუხურში ბიზნესმენი ვლადიმიერ ვახანია მოკლეს.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.