პოლიტიკური კრიზისი

პრემიერი: საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს EU-ს წევრი სახელმწიფოებისას

მე მინდა ყველას შევახსენო, მათ შორის ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან განცხადებებით, ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს ყველას კარგად, როგორი სასამართლო ჩაიბარა ქართულმა ოცნებამ. ჩვენ მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ, რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახადა, გახსნა მთლიანად ეს სისტემა. ამას გარდა, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების, სახელმწიფოების სასამართლო სისტემას, ყველა კვლევით დასტურდება ეს, მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. გუშინ, 31 აგვისტოს ღარიბაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე უარს ამბობდნენ, თუმცა, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დახმარების გაცემას საქართველოს მიერ პირობების შეუსრულებლობის გამო ისედაც არ აპირებდნენ

კომენტარები