პოლიტიკური კრიზისი

ხაზარაძე: EU-ს დახმარებაზე უარის თქმა სრული უპასუხისმგებლობაა ქვეყნისა და ხალხის წინაშე

ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა არის სრული უპასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე,

როცა ყველაზე მეტი მოქალაქე გეღუპება ყოველდღიურად პანდემიის გამო,

როცა ყველაზე ღარიბი ქვეყანა ხარ,

როცა უმუშევრობა მაქსიმუმზეა, როცა სასამართლო კლანურია,

როცა ბაბშვები შიმშილობენ...

მეტს აღარ გავაგრძელებ,

ამ დროს შენს მთავარ პარტნიორს პოლიტიკურ და ფინანსურ ხელშეკრულების შესრულებაზე უარს ეუბნები,

სხვა არაფერი ქვია, რომ დეკლარირებულად ხარ რუსული ძალა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ხარ მოღალატე იმ ადამიანების წინაშე ვინც ამ ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას თავი შესწირეს, მოღალატე ოკუპანტი ოცნების ხელისუფლება უნდა ჩამოშორდეს ქვეყნის მართვას.

ლელოს ლიდერი, მამუკა  ხაზარაძე FACEBOOK-ზე ეხმაურება ქართული ოცნების მიერ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმას.  

კომენტარები