კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე ტრანსპორტის შეზღუდვაზე: ლომის წილი აქვს ეპიდსიტუაციის ოდნავ გაუმჯობესებაში

ვიცი, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებაზე მედიაში ბევრი კრიტიკა იქნება - კიდევ 2 კვირით რომ გახანგრძლივდა ტრანსპორტის შეჩერება. ეპიდსიტუაციაში ოდნავ გაუმჯობესება რომ გვაქვს, აქ ლომის წილი აქვს მობილობის დაცემას, რაც მოხდა დიდ ქალაქებში. ამავე დროს, ის, რომ უფრო სერიოზულად არის აღსრულების მონიტორინგი - ილუქება და ჯარიმდებიან დაწესებულებები, სადაც დიდი შეკრებებია. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვის გახანგრძლივებაზე. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ტრანსპორტი 13 სექტემბრამდე არ აღდგება.

კომენტარები