ვაქცინაცია საქართველოში

გაბუნია: პატიმრების 66% ერთხელ აცრილია, ორჯერ აცრილია 55%-ზე მეტი – სიტუაციას ვაკონტროლებთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, პატიმრების 66% ერთხელ აცრილია, ხოლო ორჯერ 55%-ზე მეტი. მისივე თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში ეპიდსიტუაცია არის სრულად კონტროლირებადი. 

გაბუნიას ცნობით, პენიტენციურის თანამშრომელთა 80%-ზე მეტი ერთხელ აცრილია, დაახლოებით 62% კი – ორჯერ აცრილი. 

"ჩვენ უკვე მაისის ბოლოდან ვმუშაობთ პენიტენციურ სისტემაში ვაქცინაციის პროცესზე. ვაქცინაციის პირობებში ინფექციის გადაცემის ალბათობა არის საკმაოდ დაბალი. იყო გარკვეული შემთხვევები, ამისთვის მოხდა კლინიკის მობილიზაცია, რომ, თუკი საჭიროება დადგება, მოხდეს პატიმრების გადმოყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში და იქ მოხდეს მათი მკურნალობა. სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. ჩვენ რაიმე განსაკუთრებული საჭიროება პენიტენციურ სამსახურთან მიმართებით არ გვაქვს". – ამბობს გაბუნია. 

ბოლო 24 საათში საქართველოში Covid 19-ით კიდევ 78 ადამიანი გარდაიცვალა და დადასტურდა 1 915 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.94%, ბოლო 14 დღის - 10.44%, ბოლო 7 დღის - 10.04%.

კომენტარები