ვაქცინაცია საქართველოში

იმნაძე კანდელაკზე: ეს რომ სასულიერო პირს დაეწერა, წარმომიდგენია, რა ამბავს ატეხდა ზოგი

სხვა დროს მხოლოდ მორიგი "მეცნიერული" მატრაკვეცობა იქნებოდა, პანდემიის დროს რა დავარქვა, არც კი ვიცი. ეს რომ მედიცინაში გაუთვითცნობიერებულ სასულიერო პირს დაეწერა, წარმომიდგენია, რა ამბავს ატეხდნენ აქ ზოგიერთები

NCDC-ის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ინფექციონისტ გიორგი კანდელაკის FB-პოსტებს ეხმაურება, სადაც კანდელაკი ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერების ფენომენზე (ADE) საუბრობს. ანტისხეულებზე დამოკიდებული იმუნური პასუხის აქტივაცია ხდება მაშინ, როდესაც ინფექციის შეხვედრისას, არსებულმა ანტისხეულებმა შეიძლება, პირიქით, ეს ინფექციური პროცესი კიდევ უფრო გააძლიეროს. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებში მსგავსი ფენომენი არ დაფიქსირებულა.

კომენტარები