არჩევნები 2021

ბუაძე მთაწმინდაზე, მეტრეველი ვაკეში – ლელომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

პარტია ლელომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.  

  • მთაწმინდა - საბა ბუაძე
  • ვაკე - მედეა მეტრეველი 
  • კრწანისი - თაზო დათუნაშვილი
  • საბურთალო - ვახტანგ სურგულაძე
  • ისანი - ლანა გალდავა 
  • ნაძალადევი - ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
  • დიდუბე - დიმიტრი აბაშიძე 
  • სამგორი - გულიკო ზუმბაძე 
  • ჩუღურეთი - კახა ჟღენტი 
  • გლდანი - თამარ ადამია

პარტია ლელოს მერობის კანდიდატი თბილისში ანა ბიბილაშვილი იქნება, საკრებულო სიის პირველი ნომერი კი - ბადრი ჯაფარიძე. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები