რუსეთი-საქართველო

UCAS: რუსეთის დაზვერვის ოფიცერი და ვაგნერის მებრძოლი საქართველოში სხვა გვარით ისვენებდა

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (GRU) მესამე ბრიგადის ჯარისკაცმა, კირილ კრივკომ, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში იბრძოდა რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფების, ვაგნერის სახელით, საქართველოში შესასვლელად ვინაობა შეიცვალა, მას შემდეგ, რაც უკრაინის საგამოძიებო ჯგუფმა მისი  იდენტიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გენერალი იგორ გუსკოვი, SBU (უკრაინის უსაფრთხოების სამსახური), ამჟამად კი უკრაინის კვლევითი ცენტრის (UCAS) ექსპერტი.

"საქართველოს სტუმარმასპინძლობა ვაგნერის ჯარისკაცების შეფარებასაც მოიცავს? თუ SBU არ ჩქარობს მის დაჭერას მეგობარი ქვეყნის ტერიტორიაზე?". - წერს იგორ გუსკოვი სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, გუსკოვი აქვეყნებს InformNapalm-ის საგამოძიებო მასალებს, სადაც ჩანს, რომ კირილ კრივკომ მონაწილეობა მიიღო 2014 წლის ზაფხულში ლუგანსკის აეროპორტზე შტურმში.

მისივე ინფორმაციით, კრივკო უკრაინაში გაგზავნეს რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფების წევრად და მას მოიხსენიებდნენ, როგორც ЧВК Вагнер. იდენტიფიცირების შემდეგ კი იგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა უკრაინა. ამის შემდეგ მან მიიღო ცოლის გვარი და გახდა კირილ ალიოშეჩკინი.

2019-ის აგვისტოში და 2020 წლის ივლისში სწორედ ამ სახელითა და გვარით მოგზაურობდა საქართველოში და სოციალურ ქსელშიც აქტიურად წერდა ამის შესახებ - "სრულიად მშვიდად, სულ არ აღელვებდა ის, რომ შეიძლებოდა დაეჭირათ და უკრაინისთვის გადაეცათ". - წერს გუსკოვი.  

ამასთან ერთად UCAS-ი უკვე დაუკავშირდა საქართველოსა და ყაზახეთის საელჩოებს მათ ტერიტორიებზე რუსი სამხედრო დამნაშავის ყოფნის შესახებ, რომელმაც აქტიური მიიღო მონაწილეობა უკრაინის წინააღьდეგ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაში. InformNapalm-ზე დაყრდნობით, დღეს ის უკვე ცდილობს რუსი ბიზნესმენის სახელით ყოფილი სსრკ-ს ამ ორ ქვეყანაში დამკვიდრებას.

გარდა ამისა, ამავე წყარის ინფორმაციით, 2016-2017 წლებში კრივკო მონაწილეობას იღებდა სირიის სამოქალაქო ომშიც, როგორც რუსეთის არაოფიციალური სამხედრო დანაყოფის, პმს ვაგნერის, წევრი.  

კომენტარები