კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ქვეყნისა და საზოგადოების მოღალატეა ის, ვინც ორსულს ეტყვის, არ აიცრაო

მე ძალიან მწყინს, რომ ჩემს კოლეგებში ანტივაქსერები არიან. არიან, უნდა ვაღიაროთ, სამწუხაროდ. ზოგიერთი ძალიან აქტიურობს ამ სოციალურ ქსელებში. ახლა ის ხომ ნამდვილად ქვეყნის და საზოგადოების მოღალატე იქნება, ვინც ორსულს ეტყვის, არ აიცრაო. მოვუწოდებ ყველა ორსულ ქალბატონს - მიბრძანდით და Pfizer-ით აიცერით, ვაქცინა საკმარისია. არავითარი გართულება არ იქნება.

ქალთა კონსულტაციაში, სამშობიაროში მომუშავე მეან-გინეკოლოგებს - ყველას გთხოვთ უმორჩილესად, რაც მეტი ორსული იქნება ხომ ძალიან კარგია და მეტი ბავშვი გაჩნდება, გთხოვთ, ავცრათ ორსულები. არ ინდობს ორსულ ქალბატონს ეს ვირუსი.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.  

დღეს, 27 აგვისტოს ბოკერიას კლინიკაში 19 წლის ინფიცირებული პაციენტი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. 25 აგვისტოს მშობიარობიდან მე-3 დღეს 26 წლის ქალი COVID-19-ით გარდაიცვალა. 18 აგვისტოს COVID-19-ს 7 თვის ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა, 19 აგვისტოს კი მელოგინე ქალის - მას კორონავირუსი 8 თვის ორსულს დაუდასტურდა. 

კომენტარები