ავღანეთი

ქაბულის აეროპორტის შესასვლელთან დიდი აფეთქება მოხდა

ქაბულის აეროპორტის შესასვლელთან დიდი აფეთქება მოხდა. ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ.

აფეთქება მოჰყვა რამდენიმე ქვეყნის განცხადებას, რომ მათ ევაკუაციის პროცესი დაასრულეს.

მედიის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

გასულ დღეს, აშშ-ს საელჩომ საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ქაბულის აეროპორტის ტერიტორიას გასცლოდნენ და არ გადაადგილებულიყვნენ მისი მიმართულებით. დაზვერვის ინფორმაციით, არსებობდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) თავდასხმის საფრთხე.

საელჩოს გამოქვეყნებულ გაფრთხილებაში არ იყო ნახსენები თუ რა საფრთხე არსებობდა აშშ-ს მოქალაქეებისთვის, მაგრამ ეწერა: "ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება გარემოს, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის დროს". 

გაფრთხილება მოჰყვა პრეზიდენტი ჯო ბაიდენისა და სხვა ოფიციალური წარმომადგენლების კომენტარებს ქაბულის აეროპორტში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) თავდასხმის საფრთხესთან დაკავშირებით.

კომენტარები