ვახო სანაიას საქმე

ჯაფარიძე სანაიას საქმეზე: არჩევნები მოდის, ხმები და ე.წ. ქუჩის დალაგება სჭირდებათ

ვახო სანაიას შემთხვევაში რაც მოხდა, აჩვენებს იმას, რომ არჩევნები მოდის და არჩევნებისთვის მათ ე.წ. ქუჩის დალაგება სჭირდებათ. ანუ, სჭირდებათ ხმები, რომლებსაც ამობილიზებენ ე.წ. კრიმინალური სამყაროს გამოყენებით, ნახევრად კრიმინალური ელემენტებით. ეს არის, რასაც ეძახიან ქუჩის დალაგებას. ეგეთი ხალხის განაწყენება მათ არ სჭირდებათ - არ გაანაწყენეს და გამოუშვეს. 

ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ვახო სანაიას საქმეზე საუბრისას. მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პატიმრობის ვადა დღეს იწურება. შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდა.

კომენტარები