ჩინეთი

ჩინეთის კომუნისტური მთავრობა ეროვნულ სასწავლო გეგმაში სი ძინფინგის ნააზრევს დაამატებს 

ჩინეთის ლიდერი, სი ძინფინგი
ფოტო: Time.com

ჩინეთის კომუნისტური მთავრობის გადაწყვეტილებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ქვეყნის ლიდერის, სი ძინფინგის "ნააზრევი" დაემატება

განათლების სამინისტროს ცნობით, ძინფინგის მოსაზრებებს სოციალიზმის, პოლიტიკისა და თანამედროვე ჩინეთის შესახებ შეისწავლიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტები.

"ძინფინგის ნააზრევი" ერთგვარი დოქტრინაა, რომელიც 2017 წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონსტიტუციაში ჩაეწერა. ის ძინფინგის იდეების და პოლიტიკის გაერთიანებაა, რომელიც 14 მუხლისგან შედგება და ქვეყნის მართვისა და განვითარების ზოგად სტრატეგიას სახავს. 

ახალი გეგმა მიზნად ისახავს, მმართველი პარტიის მორჩილი ახალგაზრდების აღზრდას, რომელთაც ძლიერი პატრიოტული და მარქსისტული ღირებულებები ექნებათ. 

მთავრობის განმარტებით, სასწავლო გეგმის რეფორმა ხელს შეუწყობს მოსახლეობაში სწორი აზრის ჩამოყალიბებას და ქვეყნის გაძლიერებას. 

კომუნისტური პარტიის ღონისძიებაზე სი ძინფინგმა თქვა, რომ ის გეგმავდა პარტიული ღირებულებების საზოგადოებაში გავრცელებით ჩინელი ხალხის გაძლიერებას და გაერთიანებას. 

კომენტარები