საველე ჰოსპიტალი

ქავთარაძეზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში 59 პაციენტი მკურნალობს, ყველა ჟანგბადდამოკიდებულია

ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში 59 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, ერთი პირი მდგომარეობის გაუარესების გამო, მცხეთის ჯეოჰოსპიტალში გადაიყვანეს.

საველე ჰოსპიტლის ხელმძღვანელის, მერაბ ჩიქოვანის ინფორმაციით, ჰოსპიტალში მოთავსებული ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია, მათი მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა დადასტურდა ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.52%-ია, ბოლო 14 დღის - 10.84%, ხოლო ბოლო 7 დღის –10.57%.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 762-ია. მძიმე პაციენტია 1 556, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 384 პირი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ოფიციალურად დაინფიცირდა 528 043 ადამიანი, მათგან გარდაიცვალა 6 949 და გამოჯანმრთელდა 463 306 პირი.


ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

კომენტარები