კორონავირუსი საქართველოში

ქემოკლიძე: აცრასა და ვაქცინის შემოსვლას შორის რა კორელაციაა?

ვაქცინა შემოვიდა იმ ვადებში, ტექნიკურ დონეზე, რომელიც შეძლებადი გახდა მწარმოებლების მხრიდან. მოლაპარაკებები იყო გაცილებით ადრე დაწყებული. გააჩნია, როგორი კუთხიდან შევხედავთ... აცრასა და ვაქცინის შემოსვლას შორის რა კორელაციაა? არანაირი. მაშინ რატომ არ ვართ ახლა აცრილებით 30%-ზე? ვაქცინა სახეზე გვაქვს და მაინც 10% გვაქვს. კორელაცია თუ არის ამ ორ ფაქტს შორის, ვაქცინა რომ შემოსულიყო და ხალხი რომ არ აცრილიყო, მერე რა კითხვას დავსვამდით?

ასე პასუხობს გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრი, კახაბერ ქემოკლიძე ფორმულას კითხვას, დაგვიანდა თუ არა საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა.

კომენტარები