თვითმმართველობის არჩევნები 2021

მიქანაძე: ჩვენი კვლევით, ოცნება ქუთაისში 44.7%-ს იღებს, ენმ - 32.6%, პატრიოტთა ალიანსი - 3.1%

ქართული ოცნების წევრის, გივი მიქანაძის მტკიცებით, ქუთაისში პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, ქუთაისის საკრებულოს არჩევნებზე ბარიერს 3 პარტია - ქართული ოცნება, ენმ და პატრიოტთა ალიანსი გადალახავს, შესაბამისად, მათ შორის 28 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდება: ოცნება - 16 მანდატი, ენმ - 11 მანდატი, პატრიოტთა ალიანსი - 1 მანდატი.

"დღეს გვსურს, წარმოგიდგინოთ პარტიის სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის მიერ ქალაქ ქუთაისში ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელშიც მონაწილეობა 987-მა რესპონდენტმა მიიღო, პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები გახლავთ შემდეგი:

  • ქართული ოცნება 44.7%
  • ნაციონალური მოძრაობა - 32.6%
  • პატრიოტთა ალიანსი - 3.1%
  • საქართველოსთვის - 2.9%
  • სტრატეგია აღმაშენებელი - 2.6%
  • გირჩი - მეტი თავისუფლება - 2.5%
  • ლელო - 2.3%
  • ევროპული საქართველო - 2.2%
  • მოქალაქეები - 1.5%
  • ლეიბორისტული პარტია - 1.5%
  • გირჩი - 0.4%
  • ერთიანი საქართველო - 0.4%
  • სხვა პარტიები - 3.3%".

გივი მიქანაძის მტკიცებითვე, მათი კვლევის მიხედვით, მერობის კანდიდატების შეწონილი მონაცემები შემდეგნაირია: ქართული ოცნების კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი - 50.3%, ენმ-ს კანდიდატი, ხატია დეკანოიძე - 37.8%, სხვა დანარჩენი კანდიდატები - 11.9%.

კომენტარები