წყალმომარაგების შეზღუდვა

ნაძალადევის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 22 საათით შეუწყდება

ერიკ თაიერი / REUTERS

ნაძალადევის რაიონის ნაწილს წყალმომარაგება 22 საათით შეუწყდება. GWP მიზეზად წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ასახელებს.

"აუცილებელია წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 20 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან 21 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

ნაძალადევის რაიონში: მანჯგალაძის ქუჩას და I-II შესახვევს; ახალდაბის, დადიანის, ლიკანის და ურიდიას ქუჩების ნაწილს, მახალდიანის, რკინიგზის, ხიმშიაშვილის, მესხის, ჩხიკვაძის, ჩაქვის, კონსკაიას, ხევსურეთის, ლეჩხუმის და სვანეთის ქუჩებს" - აცხადებს GWP.

კომპანია აღნიშნავს, რომ "სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის".

კომენტარები