არჩევნები 2021

ოპოზიციის შეთანხმებული მერობის კანდიდატი ბათუმში გიორგი კირთაძე იქნება

9 ოპოზიციურმა პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აჭარაში საერთო კანდიდატები წარადგინა. 

ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ევროპული საქართველოს წევრი ვახტანგ კალოიანი იქნება. 

ოპოზიციის შეთანხმებული მერობის კანდიდატი ბათუმში გიორგი კირთაძე იქნება. ბათუმის მერის მოადგილეობის კანდიდატებად კი გენრი დოლიძე და გოჩა გუგუნავა დასახელდნენ. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.

შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს. ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

კომენტარები